logo
ENG


კანდელაკი "პატრიოტებზე": გამოძიების არდაწყება უკვე პოლიტიკური განაცხადია "ოცნების" მხრიდან
  • 308ნახვები

საუბარია პირდაპირ დაფინანსებაზე ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. საუბარია ამ ფულით საარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე. კონკრეტული გზავნილები, რა უნდა ილაპარაკონ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა, დაწერილია რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირებისა და პიარსპეციალისტების მიერ, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან.

პირდაპირი დაფინანსების შესაძლო მტკიცებულება არის ამ მასალებში. არანაირი განცხადება ამას არ უნდა სჭირდებოდეს. ნებისმიერი ქვეყანა, ასეთი რამის გამოქვეყნების შემდეგ, ავტომატურად დაიწყებდა გამოძიებას. გამოძიების არდაწყება უკვე არის პოლიტიკური განაცხადი ქართული ოცნების მხრიდან.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი გადაცემაში "კომენტარი" ეხმაურება ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით კრემლი პატრიოტთა ლიანს ეხმარება, როგორც ფინანსურად, ასევე საარჩევნო კამპანიის დაეგმვის კუთხით


ასევე ნახეთ
close დახურვა