logo
ENG


ბასილ კობახიძე: ბავშვი მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესიამ წესს არ ავუგებო
  • 5835ნახვები

ღმერთი რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს არ არსებობს. 11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო ექიმის ცნობა მომიტანეთო. ''ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია?'' აცხადებს ეკლესია. წესის აგებაზე უარის თქმით ეკლესია ბავშვის ოჯახს და საზოგადოებას ეუბნება, რომ ნაწამებმა 11 წლის ბიჭმა ღმერთი დაგმო და ახლა ღმერთმა ის ჯოჯოხეთში გაუშვა სატანასთან, რომელიც ბავშვის წამებას მარადიულად გააგრძელებს. ასეთი მამაძაღლი ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს, ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც მაგრად. სახარებისეულ ღმერთს საქართველოს წმინდა, მართლმადიდებელ, ავტოკეფალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბა და დოზანა ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ აქვს

თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე თერჯოლაში 11 წლის გარდაცვლილი მოზარდზე თერჯოლის მიტროპოლიტის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურების შემთხვევაში ეკლესია გარდაცვლილს წესს არ აუგებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა