logo
ENG


ბოკუჩავა: ცვლილებების დროა, ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება ენმ და მიხეილ სააკაშვილი
  • 594ნახვები

არჩევნები თავისუფალი ხალხის თავისუფალ ნებად კი არ აქვს აღქმული ივანიშვილის, არამედ ივანიშვილი არჩევნებს აღიქვამს, როგორც მის მორიგ ტრიუკს, სადაც ზოგს დააშინებს, ზოგს - მოისყიდის და ამით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას იმისთვის, რომ ბოლოს ისევ თვითონ და მისი გარემოცვა გამდიდრდეს და სიდუხჭირეში იხრჩობოდეს ხალხის უდიდესი ნაწილი. მაგრამ ამ ჯერზე, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილის ტრიუკები არ გაგივათ, იმიტომ, რომ მისი ტრიუკებით და ტყუილებით დაიღალა ხალხი. ცვლილებების დროა და დიახ, ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და იქნება მიხეილ სააკაშვილი. ამას ვერ ინელებთ და იმიტომ ახსენებთ მას ასე სიძულვილით აღვსილნი, 8 წლის თავზე.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა