პირადად მე წასვლის მომხრე ვარ. როგორც ჩანს, კოვიდვირუსთან დაკავშირებით ვითარება საკმაოდ კარგია საქართველოში, ასე რომ ვფიქრობ, რომ არ გვემუქრება დაინფიცირების საფრთხე და ჩვენც, როდესაც პირბადეს ვატარებთ, არ მოვახდენთ ქართველების ინფიცირებას. პოლიტიკურად კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ. აქ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მე როგორც ევროპის სახალხო პარტიის კოორდინატორი საგარეო საკითხებში მხარს ვუჭერ წასვლას.