მე, დავით უსუფაშვილი, ხელს არ გიშლით ბატონო მიხეილ სააკაშვილო, ჩამოხვიდეთ საქართველოში. მეტი რა გითხრა? ჩამოდი და მიხედე იმ შენს ბედს, მომავალსა და გეგმებს. მორჩა, მე ამით დავასრულე საუბარი.
ჩამოვიდეს საქართველოში, თუ უნდა საქართველოში ყოფნა. ივანიშვილს ვეუბნები, წადი საქართველოდან, თუ არ გინდა საქართველოში ყოფნა. ერთად გინდათ სადმე შეხვდეთ? საქართველოში შეხვდით, სხვაგან შეხვდით, მაგრამ დაანებეთ ამ ქვეყანას თავი.