logo
ENG


ლომია: მე, ოცნების და ენმ-ს წევრებს ერთი მოძღვარი რომ გვყავდეს და ერთად დაგვიბაროს, მივალ
გიორგი ლომია
07 სექ, 2020 13:43
ლომია: მე, ოცნების და ენმ-ს წევრებს ერთი მოძღვარი რომ გვყავდეს და ერთად დაგვიბაროს, მივალ
  • 640ნახვები

მე მარტივად გაგცემთ პასუხს - მყავს მოძღვარი, ასევე ოცნების რომელიღაც წევრს ჰყავს ისევ ჩემი მოძღვარი, ასევე ნაცმოძრაობის წევრს, რომ დაგვიბაროს მოძღვარმა და სადმე გაგვესაუბროს, რა უნდა ვუთხრათ? რომ იცით რა არის, მამაო, ეს პოლიტიკური ამბავია და ჩვენ ერთად ვერ გაგესაუბრებით?

მე რომ მოძღვარმა მითხრას, მოდით, იქ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები იქნებიან და რაღაცაზე მინდა, დაგელაპარაკოთ, მე მამაოს ვერ ვეტყვი, რომ ის პოლიტიკური მტერია და ვერ მოვალ. პოლიტიკას უკან გადავწევ, ჩემთვის რწმენა არის უპირველესი, ამიტომ მივალ. 

ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი ლომიამ ჟურნალისტის კითხვას, რატომ იმყოფებოდნენ ერთად ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის წევრები და ქუთაისის მიტროპოლიტი მეუფე იოანე.


ასევე ნახეთ
close დახურვა