სააკაშვილი: პრემიერი ვიქნები არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წლით
1156
ვიქნები პრემიერმინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წლით, რადგან ეს 2 წელი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და წავიდეთ წინ. ვარ მზად ვიკისრო ეს, 24/7-ზე ვიმუშავო. იცით, რომ ეს შემიძლია.
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.