ხო იცით, პოლიტიკა ფეხბურთივითაა. ბურთი მრგვალია, ხან მოედნის ერთ მხარეს გადაგორდება, ხან მეორეზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი პარტიიდან ჩემზე გაცილებით კვალიფიციური იურისტები მოიწვიოთ, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გეტყვით რამდენიმე შესაძლებლობას, თუ საქართველოს მოქალაქე მოისურვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნას, როგორ შეიძლება ამ სამართლებრივი კოლიზიის გადაწყვეტა.
76 ხმა სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანას დაუტოვა თავის ადმინისტრაციასთან ერთად, დროშა, ჰიმნი, გერბი, პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუციები...მინდა თვალებში ჩავხედო იმ ადამიანებს, ვინც ამ ორგანულ კანონს ხმას არ მისცემს... მაპატიეთ და, არჩევნები საზამთროსავით არის. სანამ არ გაჭრი, ვერ გაიგებ, სწორია, თუ არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას მაგიდაზე ამომრჩევლის წინ მიღწევები შეუძლია დადოს