logo
ENG


ილია II: ეს ტაძარი [სამება] სიყვარულმა ააშენა
ილია მეორე
13 სექ, 2020 14:23
ილია II: ეს ტაძარი [სამება] სიყვარულმა ააშენა
  • 446ნახვები

ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და თესავს სიყვარულს, უფრო გახარებულია, ვიდრე ის, ვისაც უკეთებენ სიყვარულს. ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ: ვიცხოვროთ სხვებისთვის, ვიცხოვროთ სიყვარულით.

აი, ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა. დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულისა და სიხარულის სახელი რომ არ გვეწოდა ამ ტაძრისათვის, ჩვენ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. მახსენდება ის დღეები, როცა მოვდიოდით ამ შენობის ადგილზე და ვტკბებოდით. არაფერი არ იყო, არც საძირკველი, არც კედლები; მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაგვყვება ჩვენ საიქიოს. ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება.

გილოცავთ ამ დღეს, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში, თქვენ გარშემო.

არ დაიბნეთ, ახლა ხშირია შემთხვევა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს. არ უნდა დაიბნეთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ღვთისაგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს.

მაშასადამე, უნდა გვახსოვდეს: ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს.

თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე დღეს, 13 სექტემბერს.


ასევე ნახეთ
close დახურვა