logo
ENG


კაპანაძე: ქვეყანა რომ NATO-ს მიუახლოვდეს, პრორუსული მთავრობა არ უნდა ჰყავდეს
  • 396ნახვები

ქვეყანა რომ მიუახლოვდეს NATO-ს, უნდა ჰქონდეს ისეთი დემოკრატია, რომელშიც არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება, უნდა ჰყავდეს ისეთი მთავრობა, რომლის პროდასავლურობაშიც ეჭვი არავის ეპარება და არ უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არის პრორუსული და გავრილოვი ჩამოჰყავს ქვეყანაში, რომელიც იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, იყენებს კოვიდს თავისი პოლიტიკური ქულების დასაწერად, წირავს ეკონომიკას ამას და არანაირი წინსვლის ხედვა არ გააჩნია. როცა ასეთი მთავრობა გყავს, NATO-ში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. ამ მთავრობის შეცვლის შემდეგ, დაჩქარდება NATO-ში ინტეგრაციის პროცესიც.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა