logo
ENG


კობახიძე: მეუფე იოანემ გაჭირვებულები გამოყარა ბაგრატის ტაძრიდან, გახარია მოდის შეხვედრაზეო
  • 549ნახვები

ქრისტემ ტაძრიდან გამოყარა ვაჭრები, ხოლო გაჭირვებულები მიიყვანა. დღეს კი, ქუთათელმა მეუფე იოანემ გაჭირვებულები გამოყარა ბაგრატის ტაძრიდან გახარია მოდის წინასაარჩევნო შეხვედრაზეო, ბობოლები არ შეაწუხოთო. თან უტიფრად განაცხადა ეკლესია პირველი საუკუნიდან ყოველთვის ასე იქცეოდაო.

ჩემი მეგობრები არ მეთანხმებიან, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გურამ გამრეკელი, იგივე მეუფე იოანე, ახალგაზრდობაში ძალაუფლებისა და ფულისთვის არ მოსულა ეკლესიაში, ჩვენმა საეკლესიო სისტემამ მოახდინა მისი ისეთი დეგრადირება, რომ მეუფე იაკობსაც ასწრებს მამაძაღლობაში. ამდენი წელია ასეთი უტიფრობა გასდის უპრობლემოდ. დღეს გაჭირვებულები ტაძრიდან გაყარა, ტაძარი ''ქართულ ოცნებას'' პოლიტიკური პროპაგანდისათვის დაუთმო, თვითონაც დაესწრო ლურჯ კუბიკზე წამოსკუპებული, მანამდე კი ირმას და ''პატრიოტთა ალიანსს'' დაუთმო ტაძარი.

ეკლესიის წევრებს რეაქცია არ აქვთ. მრევლმა რომ მოსცხოს ცხვირში ამ მეუფეებს, მეორედ მიქარვა შეეშინდებოდათ, მაგრამ მრევლი მორჩილად დუმს. არადა სახარებას ხომ კითხულობენ? დღეს რაც იოანემ გააკეთა არის ანტიქრისტიანული სკანდალი. სიტყვა სკანდალი სახარებაში აღნიშნავს საცდურს და ხაფანგს. ''და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი (სკანდალები, τὰ σκάνδαλα), მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ'' (ლუკა,17,1)

დღეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ბაგრატის ტაძრის ეზოში "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენის ცერემონიას დაესწრო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტმა ტაძრის ეზოდან უპოვრები ღონისძიების გამო დროებით გამოუშვა.


ასევე ნახეთ
close დახურვა