logo
ENG


ახვლედიანი: უნდა ჩაერთო ბრძოლაში, რომელიც შედეგად მოიტანს ივანიშვილიზმის ამოძირკვას
  • 273ნახვები

საქართველოში წლებია, ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ამ ხანძარს ლოკალურად კი ვერ ჩააქრობ, კი ვერ უშველი შეგონებებით და თეორიებით ან თუნდაც, საუკეთესო სურვილებით, არამედ უნდა ჩაერთო ამ ბრძოლაში, რომელიც შედეგად მოიტანს იმას, რომ ივანიშვილიზმი არა უბრალოდ ახლა ამოიძირკვება ქართული რეალობიდან, არამედ აღარ განმეორდება.

ისევე, როგორც არ განმეორდება წინა, ოცნებამდელი წლების ხელისუფლების დრამატული სისტემური დანაშაულები.

ჩვენი დაკვირვებით, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ქვეყანა, თქვენ, მე, ოპერატორმა, რომელიც მე მიღებს, ყველა, ვინც მოძრაობს ამ წუთას დაცარიელებული ბათუმის ქუჩებში,  ხვდებოდეს, რომ ხელისუფლება მისგან გაუცხოებული კი აღარ იქნება, მარტო იმით კი არ იქნება დაკავებული, რომ კორუფციის ჭაობში ამყოფოს ქვეყანა და გაიმდიდროს, გაისქელოს ჯიბეები, დაამახინჯოს ბათუმი, მოკლედ, ყველაფერი იკადროს იმისთვის, რომ თავად იყოს კარგად, კომფორტულად, ხალხი კი აცხოვროს მონობაში. აი ამის დასრულებისთვის საჭიროა რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებები.

ევროპულმა საქართველომ მოახერხა ის, რომ ყველაზე უკეთ გაითავისა წარსულის შეცდომები და მათ შორის, დრამატული შეცდომები. მათ ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა.

თქვა ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარმა კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში, სალომე უგულავას კითხვის პასუხად - რატომ ევროპული საქართველო. წლების წინ ახვლედიანი ქართილი ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მმართველი პარტია მან 2016 წელს დატოვა.


ასევე ნახეთ
close დახურვა