logo
ENG


თამარ გაბუნია: ეპიდემიის მართვა ხდება ძალიან ეფექტურად
  • 633ნახვები

ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ხდება ძალიან ეფექტურად. ძალიან ბევრი საზომი და ინდიკატორი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მართვა ხდება ნამდვილად ეფექტურად და სიტუაცია არის კონტროლირებადი.

 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 40 პაციენტი, 3 კი გარდაიცვალა.


ასევე ნახეთ
close დახურვა