logo
ENG


ზურაბიშვილი: გახარიამ "იპათხალიმა", 8 წლის მერე თუ საჩხერეა ორიენტირი, კარგად ყოფილა საქმე
  • 422ნახვები

გახარიას გამოსვლისას "პათხალიმობასა" და მლიქვნელობას ჰქონდა ადგილი. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მმართველობის რვა წლის შემდეგ თუ კიდევ საჩხერეა სამომავლო ორიენტირი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში და იყო ლეგენდები, ცალკე ლეგენდა იყო საჩხერის საავადმყოფოზე, რომ იქ უფასო მკურნალობაა და ჭორვილაზე რაღაც ლეგენდები... ამას გარკვეული ფასი ჰქონდა ამომრჩევლის თვალში. მაშინ ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული პრობლემები იყო. აი, უფასო საავადმყოფო აქვს ხალხს და ივანიშვილი უხდის, მაშინ ეს იმოქმედებდა, მაგრამ ახლა გახარიამ მლიქვნელობა გამოიჩინა. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილის მოსწონს ასეთი რაღაცები

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, "საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია".


ასევე ნახეთ
close დახურვა