logo
ENG


დეკანოზი ილია: ახალი მთავრობის ამოცანა უნდა იყოს პრორუსული იდეოლოგიისგან ქვეყნის გაწმენდა
  • 826ნახვები

ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს კოლონიალისტური პრორუსული პუტინისტურ-სტალინისტური ნარჩენებისაგან და იდეოლოგიისგან საქართველოს სრული გაწმენდა. სხვანაირად ამ რუსულ ჭაობს თავს ვერ დააღწევს ჩვენი ქვეყანა, რამაც დააბეჩავა და გაატიალა, მსოფლიო ცივილიზაციას ჩამოაშორა. ერთმა უცხოელმა მითხრა, რომ გორის სტალინის სახლ-მუზეუმში გიდი სტალინის ქება-დიდებით ვერ ცხრებოდაო. ესაა კოშმარი, მსოფლიოში თავის მოჭრა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მტრის, რუსეთის სისხლიანი იმპერიის მეთაურ დიქტატორ სტალინის მუზეუმი ისევ საბჭოურ მენტალიტეტში ჩარჩა და არ მოხდა სტალინის ანტიქართული როლის გააზრება და ამ მუზეუმის თანამედროვე ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სტანდარტებზე გადასვლა. და კიდევ, გორში სტალინის ორი ძეგლი კვლავ რჩება ასაღები: უნივერსიტეტის ეზოდან და ცენტრალური პარკიდან

ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ Facebook-ზე დაწერა.


ასევე ნახეთ
close დახურვა