logo
ENG


ივანიშვილი: საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო 20-ეულში მე-18 პოზიციაზეა
  • 269ნახვები

ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის heritage foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო 20-ეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა