ქვეყანას სჭირდება ახალი ხელისუფლება და არა ასე ვთქვათ სია, რომელსაც ვიღაც წინ მიუძღვება. ახლა ვინმეს მართლა სჯერა, რომ ბუბა კიკაბიძე იქნება იმ პოლიტიკურ გუნდში პოლიტიკის განმსაზღვრელი? რა თქმა უნდა არ იქნება. გასაგებია, რომ დამსახურებული ადამიანები იქაც არიან, აქაც, მაგრამ ჩვენ უნდა ჩავხედოთ შინაარსს. პირველ ათეულსაც, მეორე ათეულსაც, თითოეული ადამიანის გუშინდელ დღესაც, გუშინწინდელსაც და ძალიან კარგად დავინახავთ, რომ ახალი ძალა - ლელო, იქნება ამ პრობლემების მომგვარებელი.