logo
ENG


სანიკიძე: 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი, შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ
  • 462ნახვები

მე არ მითქვამს ვიქნები ან არ ვიქნები სიაში. მე ვთქვი, რომ ამ თემაზე არასდროს არავისთან მქონია საუბარი. 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი და გავიგე ჩემი ნუმერაცია. კობა ნაყოფიამ მითხრა. ზუსტად ასეა, თუ არადა შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ. ალბათ, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მე საჭირო ვარ ვიყო პარლამენტში და ჩემთვის იყოს ტრიბუნა. როგორც ჩანს, ასე ჩათვალა არა მარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მთელმა პარტიამ

ამის შესახებ საარჩევნო ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას პარტიული სიის მეთექვსმეტე ნომერმა გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა