logo
ENG


ახვლედიანი დავით გარეჯის საქმეზე: ერთი ერთში სტალინის "ენ კა ვე დეს" ხელწერაა
  • 583ნახვები

ის, რაც ახლა ხდება სცდება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ ეს არის არაჰუმანურობა. მე ვეკითხები ივანიშვილს, ვეკითხები მის პროკურორს და მის დაჯგუფებას: რას ერჩით საქართველოს? რა დაგიშავათ ქვეყანამ, რომელმაც მოგცათ შანსი 2012 წელს, რომ საქმე წაგეყვანათ ნორმალურად. თქვენ კი ჩაგვძირეთ ჭაობში. 

რაც ახლა ხდება საქართველოში, გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, მაგონებს საბჭოთა კავშირს. ერთი-ერთზე სტალინის დროინდელი "ენ კა ვე დეს" ხელწერა არის, ოღონდ, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო უნიათოდ შესრულებული. 

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი არმაზ ახვლედიანი პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას.


ასევე ნახეთ
close დახურვა