logo
ENG


ზურაბიშვილი მელაშვილის ბრალზე: ეს ბრეჟნევის დროსაც კი არ მოხდებოდა
  • 559ნახვები

სადემარკაციო კომისიის წევრთა დაპატიმრება სამშობლო მიწის გაყიდვის გამო ისეთი ფაქტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი სხვა ხელისუფლების დროს არ მოხდებოდა. მეტიც, საბჭოთა კავშირში, ბრეჟნევის დროსაც კი არ მოხდებოდა. მსგავსი აბსურდული ბრალდებით ადამიანის დაკავება შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ სტალინის მმართველობის დროს, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში. აი, ქალაქის წყალსადენს რომ წამლავდნენ ქართველი მწერლები, დაახლოებით იმ ტიპის ბრალდებაა, ბომბეიდან ლონდონამდე გაყვანილი გვირაბისა არ იყოს.

და ამის მომფიქრებელი სად ბანაობს, ხვდებით ჰო? გამპრავებელ-მხარდამჭერებზე კი რა ვთქვა? უსინდისო მედროვე ყველა დროში უსინდისო მედროვეა. სიძულვილით შეპყრობილ ტვინგაყინულებს, რომლებიც ალალად ფიქრობენ, ნაცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ვითომ რატომ არ გაყიდდნენ სამშობლოსო, ცხადია ეს არ ეხებათ, თუმცა დიდი ვერაფერი შეღავათი. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად თავაზიანად და კორექტულად ვთქვი

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა Facebook-ზე გარეჯის თემაზე დაწერა. დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. მელაშვილი ბრალს არ აღიარებს. ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა