logo
ENG


მელაშვილის ადვოკატი: პატიმრობის გადაწყვეტილება უკანონოა, აუცილებლად გავასაჩივრებთ
  • 480ნახვები

გადაწყვეტილება უკანონოა. რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც სამ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებას, ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე მოსამართლემ მხოლოდ ამით იხელმძღვანელა და ბოლოს ასე განმარტა კიდეც, რომ სპეციფიკა იყო დანაშაულის ისეთი, რომ შესაძლოა ადამიანები მიმალულიყვნენ და თავი აერიდებინათ მართლმსაჯულებისთვის. 

ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და გავაგრძელებთ ბრალდებულების შემდგომ დაცვას, ვინაიდან ვთვლით, რომ ისინი უდანაშაულოები არიან

ეს განცხადება დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.


ასევე ნახეთ
close დახურვა