შოთა არველაძე: ფინალში ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ეს შედეგი დადგებოდა და მატჩის შემდეგ, მთელი საქართველო იზეიმებდა. ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს და ფინალში ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ! გილოცავთ ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს
ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ Facebook-ზე დაწერა. საქართველომ ბელარუსის ნაკრები 1-0 დაამარცხა, კორონავირუსის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველო დინამო არენაზე მაკედონიას 12 ნოემბერს დაუპირისპირდება.