კალანდაძე: ინაშვილ-კირიონ-ჯაღმაიძისებრთა ორგანიზებული ბრძოლის ფონზე წელში ვიმართები
- 1762

კობახიძე - ინაშვილ - კირიონ - ჯაღმაიძისებრთა სახეობის ორგანიზებული და დაუღალავი ბრძოლის სამიზნე რომ ხდები ადამიანი, რაღაცნაირად წელში ვიმართები
ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე არქიმანდრიტ კირიონის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს, ნინო კალანდაძემ სახელმწიფოებრივი დანაშაული ჩაიდინა, როდესაც განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებულ აზებრაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნოდა. ნინო კალანდაძე ასევე ამბობს, რომ მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია.