logo
ENG


ირმა ინაშვილი: ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში
  • 719ნახვები

როდესაც ხატი გამოიტანეს გლოვის ზარები ირეკებოდა ილორის ტაძარში, მაგრამ ეს თქვენ არ გააშუქეთ. აფხაზეთის სამღვდელოებამ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით. არ იყო საჭირო  ხატთან მიახლოება და ხატის დაბრუნება. მაგრამ ილორის ხატი სამი თვე იყო დაბრძანებული ილორის ტაძარში. სამი თვის მანძილზე ამ ხატმა მადლი დატოვა კიდეც იმ ტაძარში და წამოიღო კიდეც. მე თქვენ ახლა გეუბნებით და ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში.

რაც შეეხება ჩემს ჩასვლას აფხაზეთში, რაც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ უშედეგო მცდელობად ჩვენი შერიგების, მინდა გული გატკინოთ, იმის გამო, რომ ეს უშედეგო მცდელობა არ არის. თქვენ არც იმას არ მიაქციეთ ყურადღება რომ მთელი 27 წლის მანძილზე წელს პირველად, 30 სექტემბერს აფხაზებმა არ იზეიმეს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვების დღე და აღლუმი არ ჩაატარეს. დასკვნები საზოგადოებას კარგად გამოაქვს. ჩვენ დიდ შრომას ვწევთ აფხაზებთან და ოსებთან მიმართულებით, ჩვენ შერიგება გვინდა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი გადაცემა "ღამის კურიერში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც აფხაზეთში გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ ილორის ხატთან დაკავშირებით ისაუბრა. 


ასევე ნახეთ
close დახურვა