logo
ENG


ცერცვაძე: ახლა უფრო კარგად ვუმკლავდებით პანდემიას, ვიდრე გაზაფხულზე
  • 516ნახვები

საქართველოში მობილიზებულია 4 300-ზე მეტი საწოლი, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი თავისუფალია და არავითარი პრობლემა არ არის იმის, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზება იყოს ჰოსპიტალიზებული.

თუ ერთეული შემთხვევები ასეთი არის და ამაზე მახვილდება ყურადღება ზოგჯერ თვითონ პაციენტის, ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მიმართ, დამიჯერეთ ეს არის გამონაკლისი, ერთეული შემთხვევა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამ ერთეული შემთხვევის განზოგადოება, რათა არ შეიქმნას საზოგადოებაში მცდარი აზრი, რომ ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას.

მე პირიქით ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში, რამეთუ მაშინ ადვილი იყო მართვა, როცა ცოტა იყო შემთხვევების რაოდენობა, თან მაშინ ქვეყანა წავიდა მკაცრ შეზღუდვებზე და ლოქდაუნზე, ისე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა მაშინ და ამან თავისი შედეგი გამოიღო.

ახლა ლოქდაუნის გარეშე და ყოველდღე ათასობით ახალი პაციენტების მართვა, ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეემთხვას, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი. ეს არის გაცილებით რთული, ვიდრე იყო გაზაფხულზე და ახლა ეს ხორციელდება, დამიჯერეთ, დიდი წარმატებით

განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა