logo
ENG


ფხაკაძე: გავამხნევეთ პრემიერი, გვითხრა, კარგად ვარო - ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის
სოსო ფხაკაძე
20 ოქტ, 2020 16:55
ფხაკაძე: გავამხნევეთ პრემიერი, გვითხრა, კარგად ვარო - ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის
  • 1742ნახვები

ასეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს. როცა, მით უმეტეს, ღია საუბარია და აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, პირდაპირ გვითხრა, რომ გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ - და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, რადგან ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესს, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ჩვენს კომპანიებში, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ. უნდა დავიცვათ ყველამ საკუთარი თავი და ის ადამიანები, ვინც ჩვენს გვერდით არიან

აღნიშნული განცხადება საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც პანდემიის პირობებში ბიზნესსექტორის წარმომადგენელბის საჭიროებებზე ისაუბრეს


ასევე ნახეთ
close დახურვა