logo
ENG


ზურაბიშვილი: ვინც ამტკიცებს, რომ მძევლების აყვანა ნაცების მოწყობილია, ამორალური იდიოტია
  • 1280ნახვები

ყველა, ვინც ახლა სერიოზულად ამტკიცებთ, რომ ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ნაცების მოწყობილი სპექტაკლია, უბრალოდ იდიოტები კი არ ხართ, არამედ სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში იდიოტები. ხოლო, ვისაც ეს არ გჯერათ, მაგრამ მაინც ამას ამტკიცებთ, რახან "ომში ხართ ნაცებთან", ასევე სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში ხართ, ოღონდ იდიოტის ნაცვლად უფრო "ჩათლახი" გეთქმით. ესაა ჩემი კომენტარი. ჩათვალეთ რომ უკიდურესად კორექტული და მოზომილი ვარ

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა.


ასევე ნახეთ
close დახურვა