logo
ENG


მდინარაძე: პანდემიის დროს 1 500 კაციანი აქციის ჩატარებაც ტერორიზმია
  • 1292ნახვები

პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვცდებით ერთ ნაწილში. ერთადერთ სიღრმეში შევალ ერთი მიმართულებით მხოლოდ. ეს ხალხი ვისი წარმომადგენელიც არის ეს ტელევიზია [მთავარი არხი] მავნებლობენ, რა დონეზე იცით? იმის გაგრძელებაა, სტილია მათი. რამდენიმე დღის წინ 1 500 კაციანი აქცია მოაწყვეს. ესეც ხო გარკვეული ტერორიზმია, როცა არ გაინტერესებს შენს მომხრეებშიც კი ვინ დაინფიცირდება, ვინ მძიმედ დაავადებული იქნება და ინფიცირება გამოიწვევს. არ აინტერესებს, ოღონდ გავრცელდეს და რაღაცას საფრთხე შეექმნას, რაღაც დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე შედგეს. მავნებლობაა ეს.

დავანებოთ არჩევნებს თავი, მართლა რაღაც ხო არსებობს ამ პოლიტიკის იქით, ყველაფერი წყალსაც წაუღია. მოდი მაყურებელმა გადაწყვიტოს ახლა რამდენად გულწრფელი ვარ და როგორ ვლაპარაკობ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაჩერდნენ, რა. 

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ზუგდიდში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის პარალერულად ნაციონალურ მოძრაობასა და მთავარ არხზე საუბრობს.


ასევე ნახეთ
close დახურვა