logo
ENG


ტიკარაძე: ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე
  • 1274ნახვები

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა, ვინაიდან ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანმრთელობის სამინისტრო აკეთებს, არის მხოლოდ პროგნოზი. სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია და გამოიყენონ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი მოქალაქეების ქცევა იქნება იმის შესაბამისი, რაც არის ჩვენი მოწოდებები, ის პროგნოზი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იქნება ცვალებადი.

შესაბამისად, რთულია, ეს რიცხვი 3 ათასი იქნება თუ 5 ათასი, ვინაიდან ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 ქართველი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე. 

ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდვითარებაზე ისაუბრა.


ასევე ნახეთ
close დახურვა