logo
ENG


სააკაშვილი: კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დღეები რჩება, ამიტომ დაეცნენ ბანკებს 
  • 515ნახვები

თქვენ ხედავთ როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის ინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები. კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი [ქართული ოცნება] და კრიმინალებს მიჰყავთ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რჩება რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. 

ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე კიდევ მოიპარონ. ცდილობენ, რომ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბინებიდან. ბიუჯეტის ქურდები ცდილობენ, მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, მხოლოდ იმის გამო, რომ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა.

საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა. ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გორში ნაციონალური მოძრაობის გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა