31 ოქტომბერს ყველა ვიბრძვით გარდამტეხი ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა გარდამტეხი ცვლილებებისთვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს "ევროპულმა საქართველომ". ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე კრიზისში, საქართველოში ათეულობით ათასი ოჯახია, სადაც არცერთი ადამიანი არ მუშაობს და ხელფასი არ შედის, რომლის საარსებო წყაროსაც შეადგენს მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარება. საქართველოში არის ათეულობით ათასი პენსიონერი, რომელსაც თვიდან-თვემდე საკუთარი პენსია წამლის საყიდლად არ ჰყოფნის. საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მშობლებს საკუთარი შვილის ქუჩაში გაშვება ეშინიათ, დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის დროინდელი წარსულიდან - "გვეშველება რამე"? ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ცვლილებების მომენტი არის 31 ოქტომბრის არჩევნები.