logo
ENG


გახარია: მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის 4 წელი
  • 4055ნახვები

მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის ოთხი წელი. ეს იქნება ის 4 წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა