logo
ENG


უგულავა: ხალხის ოცნება იყო უკეთესი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ მონსტრების კორპორაცია
გიგი უგულავა
27 ოქტ, 2020 20:51
უგულავა: ხალხის ოცნება იყო უკეთესი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ მონსტრების კორპორაცია
  • 669ნახვები

ჩვენი ხალხის ოცნება იყო მეტი თავისუფლება და მივიღეთ ყველგან სუს-ი და მარტო სუს-ი. ჩვენი პენსიონერის ოცნება იყო უკეთესი სიბერე, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ 3 დოლარით გაზრდილი პენსია. ჩვენი ხალხის ოცნება იყო უკეთესი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ მონსტრების კორპორაცია. ამ ყველაფერზე ივანიშვილი პასუხს აგებს. დღეს ყველაფერზე, როდესაც ადამიანი ამბობს, მშია - პასუხია დენდროპარკი, როდესაც ადამიანი იტყვის, მწყურია - პასუხია დენდროპარკი, როდესაც ადამიანი იტყვის, პენსია არ მყოფნის - პასუხია კვლავ დენდროპარკი. საქართველოში ვართ, რომელიც ერთი დიდი დენდროპარკია. დენდროპარკებს აშენებენ იქ, სადაც ოაზისია საჭირო და ჩვენ ამ ოაზისში ვართ, მაგრამ გყვავს ბევრი მშიერი ადამიანი და მდიდარი მთავრობა. დიდი მთავრობა აუცილებლად წავა სახლში

ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა