logo
ENG


ბაქრაძე: დღეს პრემიერად გვჭირდება გამაერთიანებელი ადამიანი, რომელიც მოიტანს ცვლილებებს
  • 928ნახვები

პრინციპი გვაქვს ორი. პირველი: პრემიერმინისტრი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეეძლება ამ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და იმ პროგრამის გატარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს. და მეორე: რა თქმა უნდა, პრემიერი უნდა იყოს ისეთი ფიგურა, რომელსაც შეეძლება სხვა პარტიების მხარდაჭერის მიღებაც იმიტომ, რომ დღეს პრემიერად გვჭირდება გამაერთიანებელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვა პარტიებთან მუშაობა, რომელსაც შეუძლია განსხვავებული პარტიების მხარდაჭერის მიღება და რომელსაც შეუძლია, რომ ყველასთან ერთად გადალახოს პრობლემები და მოიტანოს ცვლილებები. 

კოალიციის პირობებში არიან უფრო მეტი და უფრო ნაკლები ხმების მქონე პარტიები, მაგრამ კოალიციის მთელი არსი ის არის, რომ ყველას სჭირდება ერთმანეთი. ვიღაცას მეტი აქვს და ვიღაცას ნაკლები, მაგრამ არავის საკმარისი არ აქვს ერთმანეთის გარეშე, ამიტომ უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. 

ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არის ღირებული პარტნიორი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არის პარტნიორი მომავალ კოალიციურ მთავრობაში, ამიტომ, ბუნებრივია, თუ ნაციონალური მოძრაობა გავა პირველ ადგილზე და ექნება უმრავლესობა, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, ვინ შეიძლება იყოს მათგან კანდიდატი. 

არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანაა, დანარჩენმა პარტიებმა, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში და სადაც ევროპულ საქართველოს გვექნება წამყვანი როლი, დავაგროვოთ ხმების მეტი რაოდენობა და პრემიერობის კანდიდატი იყოს ევროპული საქართველოდან და არა ნაციონალური მოძრაობიდან

ევროპული საქართველოს ლიდერმა კოალიციური მთავრობის პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესახებ ფორმულაზე პარტიის პრეზენტაციის დროს ისაუბრა.


ასევე ნახეთ
close დახურვა