მინდა ვუთხრა ოცნების მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. დღეს და გუშინ ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საამაყო სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ ზიხართ იმ შენობებში, რომელიც ჩემი აშენებულია. თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და სამწუხაროდ, არ გაგეზარდათ. თქვენ ხომ იცით, მე ძალიან მიყვარს ის შრომა, რასაც თქვენ ეწევით, თქვენ ხომ იცით, რომ მე თქვენ მხარეს ვარ, თქვენ ხომ იცით, რომ არავინ შეგეხებათ, რადგან თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, რა იყო წინა წლებში ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი გამოცდილება არის ოქროს ფასი. ჩვენ ყველანი ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი მხარს უჭერს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი და მისი ჯგუფი, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება