მოქალაქე ვალდებულია თავისი ქალაქისა თუ სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული, აზრს გამოთქვამდეს, თუნდაც არჩევანში ცდებოდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდეს. ესაა მთავარი, ეს უნდა გავიაზროთ.
არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა.
და ბოლოს, თუკი ჩემი, რიგითი ეპისკოპოსის სიტყვები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ არჩევნებზე მისვლა გადაგეწყვიტათ, გთხოვთ გამოჩენილ და გამორჩეულ ქართველს, ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ ილია მართალს (ჭავჭავაძე) მოუსმინეთ
[...] გთხოვთ, მიბრძანდით არჩევნებზე, აიღეთ თქვენს თავზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გააკეთეთ არჩევანი წრფელი სინდისითა და სხვათა ძალდატანების გარეშე, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები და დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს!