logo
ENG


ბურჯანაძე ივანიშვილზე: ფონოგრამაზე სიმღერა გამიგია, მაგრამ ფონოგრამით გამოსვლა არა
  • 1252ნახვები

რაღაც პარადოქსების ქვეყანა გავხდით. მსგავსი არაფერი მინახავს, ფონოგრამაზე სიმღერა გამიგია, მაგრამ ფონოგრამით გამოსვლა არ გამიგია.

ადამიანი იყოს მისული ღონისძიებაზე და ჯანმრთელი, ჯანსაღი ადამიანის გვერდზე ჩართონ მისი გამოსვლის ჩანაწერი... არ ვიცი, ფლეშკით მივიდა ალბათ ღონისძიებაზე და იქ გადასცა ჩასართავად თუ რა ხდებოდა, ძალიან უცნაური იყო რბილად რომ ვთქვათ

ასე გამოეხმაურა პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, გლდანში ქართული ოცნების შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბიძნა ივანიშვილის გამოსვლას, რომელმაც ამომრჩეველს ჯერ ვიდეოჩანაწერით მიმართა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით სცენაზე გამოვიდა.


ასევე ნახეთ
close დახურვა