logo
ENG


ნათელაშვილი: პირველსავე ტურში დაინგრევა ეს ხელისუფლება და დამთავრდება მისი არსებობა
  • 667ნახვები

ოცნების ელექტორატს ესმის, რომ ქვეყანას სხვა მოთხოვნილებები აქვს. ისინი, დარწმუნებული ვარ, რომ ხმას ძალიან ბევრი არ მისცემს, რადგან საქმე აქვთ მეტასტაზასთან, რომელიც ქვეყანამ უნდა მოიცილოს. დარჩება ინტრიგის გარკვეული ელემენტები. პირველსავე ტურში დაინგრევა ეს ხელისუფლება და დამთავრდება მისი არსებობა. მეორე ტური იქნება უბრალოდ დამაგვირგვინებელი და გამაფორმებელი ამ სახალხო, დიდი გამარჯვების, რომელიც წინ გველოდება. ლიდერი, რომელიც სანქცირების კანდიდატია აშშ-ში, საკმარისია ამან გაბედოს და ძალაუფლებაში დარჩენას შეეცადოს, რომ იმ წამებშივე დარჩება ღარიბ-ღატაკი, გაიგებს ბალანდას გემოს. ხვალ ამ დროს გამარჯვების სადღეგრძელოს დავლევთ. 

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა