მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მივეცი ხმა ისე როგორც ყველა მოქალაქე დღეს მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყანარად, რამდენადაც შეეძლებათ. დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ დღეს ვოცნებობთ და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ამ პანდემიის რთულ პირობებში აძლევენ ხმას. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მშვიდად მოვიდნენ აქ, დაცულია ყველა ზომა, რომ ხმის მიცემა შეძლოთ, ნურაფრის გეშინიათ, დაიცავით დისტანცია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება. გისურვებთ ხვალინდელი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს.