გუშინ იყო უმძიმესი ღამე. ფაქტობრივად, გადაწერა მოხდა ბიულეტენების და ეს ნათელია. ქართულმა ოცნებამ გადალახა ყველა წითელი ხაზი, შეიძლება ითქვას, თავის თავს აგდებს უფსკრულში და იმედია, ქვეყანას ვერ გადაიყოლებს ამიტომ საჭიროა უმწვავესი რეაქცია.
მივესალმები ნებისმიერ გზას, რომელიც მიიყვანს ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებამდე. აქედან იწყება უკვე კითხვები, რა გზას უნდა დაადგეს ოპოზიცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იკრიბებიან და გულახდილად, გულწრფელად მსჯელობენ, რა შეიძლება იყოს უკეთესი. მე როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც გამოცდილება გამაჩნია, ვერ ვხედავ ბოიკოტის შედეგს. გამიხარდება, თუ ისინი კარგად გათვლიან და მიიტანენ ბოლომდე. თუ 100 % არ თანხმდება, ბოიკოტი კურიოზად იქცევა ხოლმე და ამის მაგალითია 2008 წლის ბოიკოტი, როდესაც ჩემი პარტიის მანდატები და ამან არაფერი არ მოიტანა.
მორალურად ეს გაძლიერებს, რა თქმა უნდა, 1 კვირა და 2 კვირა, მაგრამ 1 თვეში ეს აღარავის ახსოვს ხოლმე. აშკარად ჩანს, რომ ქართული ოცნება ძალიან ცინიკურ რელსებზე გადავიდა, ის მზად არის ყველაფერზე, ის მზად არის 70-80 კაცი იჯდეს პარლამენტში და 4 წელი ასე იაროს. მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ, ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს არის, აშკარად, ღრმა კრიზისში მყოფი ჯგუფი, როგორც კრიმინალური ბანდა, რომელიც საშინელ დანაშაულს ჩაიდენს, კვალზეა აყვანილი და ლამისაა დაიჭერენ, ამიტომ მანამდე შეიკრიბებიან და იტყვიან, რომ არაფერს გათქვამენ. საკმარისია, ერთი ვინმე გამოვიდეს და თქვას, სინამდვილეში როგორ იყო და ინგრევა ყველაფერი.
მეცოდებიან კიდეც, მაგრამ სახელმწიფო უფრო მეტად მეცოდება ამათ ხელში. მე გონიერებას ველი არა ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისგან. მე ვერ ვხედავ ბოიკოტის შედეგს, ამიტომ მგონია, რომ სამართალი და პოლიტიკა ერთმანეთში იყოს შეზავებული და ცალკე არ იყოს პოლიტიკა და ცალკე არ იყოს სამართალი. შეუძლია ოპოზიციას, რომ ქუჩიდან დააზიანოს ხელისუფლება, თუმცა მთავარია, ქვეყანა რამდენად დაზარალდება. ქართული ოცნება ამაზე წამსვლელია, ქვეყნის დაქცევაზე ქართული ოცნება წამსვლელია, მთავარია, წამსვლელია თუ არა ამაზე ოპოზიცია.
მე არ მომწონს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები რომ გამოდიან და ხსნიან საკუთარ კანდიდატურებს. რატომ? მათ სახელმწიფო არ აქვთ? ისინი ხალხმა მეორე ტურებში გაიყვანა და როგორ შეიძლება ასეთი რამ?
რაც მთავარია და რაზეც არავინ ვლაპარაკობთ, თუ გაიტანა, გაათრია ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოლიტიკა 2024 წლამდე, 2024 წელს სრულად პროპორციული სისტემა იქნება, მაგრამ იქ 2%-იანი ბარიერი იქნება. და ჩვენი, ძლივს ნალოლიავბი 3%-იანი პარტიები, რომლებზეც გვინდა, რომ გაკრეფილი შუა აღდგეს და შევიდნენ, ეს პარტიები 3-4 წელიწადში თავიანთ სიტყვას იტყვიან და სათქმელი ექნებათ 2024 წელს. სულ სხვანაირი სიძლიერით შევლენ ისინი პარლამენტში. დღეს თუ ჩვენ ისინი არ შევუშვით პარლამენტში და გარეთ დავტოვეთ, მათ შანსები თითქმის ეკარგებათ და ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები, რომლებიც მოდიან, შეიძლება ისე დაკარგონ პოლიტიკა, რომ არც კი იცოდნენ რა არის ის.
კიბატონო, მიტინგები იყოს, პრობლემა არაა, მაგრამ უნდა ემზადებოდნენ მეორე ტურებისათვის მაქსიმალურად, უნდა ილაპარაკონ სიმართლე და რა საშინელებაც ხდება, სასამართლოებში აუცილებლად უნდა იარონ, სხვა გამოსავალი არ არის და უნდა გავიდნენ მეორე ტურებში, უნდა მოიგონ, რაც მოსაგებია და შემდეგ განაგრძონ ბრძოლა, რა თქმა უნდა, პარლამენტში. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.