logo
ENG


ბაქრაძე ერთპარტიულ პარლამენტზე: 3 თვეში ჟურნალისტები აღარ მიხვალთ საკითხების მოსასმენად
  • 1033ნახვები

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მარტო ქართული ოცნებით დაკომპლექტებული პარლამენტი, სადაც არ ისმის არც ერთი განსხვავებული აზრი და არ არის კამათი. ამას პარლამენტი ვერ ერქმევა. 3 თვეში ჟურნალისტები აღარ მიხვალთ იმ პარლამენტში მოსასმენად რა საკითხები განიხილება, რადგან ეს იქნება მკვდარი ორგანო. ეს იქნება ძალიან დიდი დისკომფორტში და თანდათანობით, აქაც იგრძნობენ. ვისაც ოდნავ პოლიტიკური ალღო აქვს, ამას პირველივე სხდომაზე იგრძნობს. იმდენი იძახეს ერთპარტიულად უნდა მოვიგოთო, მიიღეს ერთპარტიული პარლამენტი

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა განაცხადა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ბარიერგადალახული არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის.


ასევე ნახეთ
close დახურვა