logo
ENG


სააკაშვილი: თქვით როგორ გააყალბეს არჩევნები, ხელშეუხებლობას გპირდებით
  • 883ნახვები

ხალხი არ შევა უკან და მუდმივად იბრძოლებს, მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს არჩევნები, მოიპარეს, ჩაიდინეს საუკუნის ძარცვა და სანამ არ იქნება აღიარებული ნამდვილი შედეგები, ან არ ჩატარდება ახალი არჩევნები... 

კოვიდმა არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში და ჩვენი შვილების გადარჩენის საქმეში. მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს - თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა ვინც ახლა გამოვა და მოჰყვება, იმას თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით საქართველოს გარდამავალი და შემდეგი ხელისუფლებების მიერ...

მინდა უახლოეს დღეებში დაფიქრდეთ რაზე მოგაწერინეს ხელი, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობდა. ბოლოს და ბოლოს ყველანი ქართველები ხართ. ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რევანში განხორციელდეს. სანამ გვიან არ არის დადექით ხალხის მხარეს. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, სანამ ივანიშვილი არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს. 

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა