logo
ENG


ანა ფოტიგა მთავრობას: სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზა ციხიდან რურუას გათავისუფლებაა
ანა ფოტიგა
05 ნოე, 2020 22:46
ანა ფოტიგა მთავრობას: სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზა ციხიდან რურუას გათავისუფლებაა
  • 1171ნახვები

სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სტაბილურობა ცოცხალი დემოკრატიის არარსებობას არ ნიშნავს. დემოკრატია არის ხალხის ნების აღსრულება, ის მოითხოვს სწორ ქმედებებს. დასაწყისში იმედი გვქონდა, მარტში გაფორმდა შეთანხმება და სამწუხაროა, რომ ის სრულად არ შესრულდა მთავრობის მიერ. იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი შეიწყალებდა გიორგი რურუას და განადგურებული ვიყავი, ციხეში მისი ცემის ფაქტით. ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

საუკეთესო გამოსავალი სწორედ ამ შეთანხმების შესრულების გზის მოძიებაა. სამწუხაროდ, ბევრი რამ არის მოვლენების განვითარებაზე დამოკიდებული, მაგრამ ოპოზიციისთვის პარლამენტში ყოფნა ბევრს ნიშნავს. მათ ეძლევათ პლატფორმა საკუთარი პროგრამებისთვის. ისევ მინდა მივმართო პრეზიდენტს და მთავრობას, რომ სიტუაციის მოგვარების საუკეთესო გზა ბატონი რურუას ციხიდან გათავისუფლებაა.  

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა.


ასევე ნახეთ
close დახურვა