logo
ENG


იმნაძე: ტრაგიკული შემთხვევები უფრო მეტი იქნება, თუ არ დავიცავთ წესებს
პაატა იმნაძე
06 ნოე, 2020 15:27
იმნაძე: ტრაგიკული შემთხვევები უფრო მეტი იქნება, თუ არ დავიცავთ წესებს
  • 482ნახვები

თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს, რომ პირბადით ვივლით ყველგან და დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, არაფერი არ გააჩერებს კორონას.

და ის ტრაგიკული შემთხვევებიც, რაც ახლა თითო-ოროლაა, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება, იმიტომ, რომ კორონას წინააღმდეგ არაფერი მოუგონია კაცობრიობას გარდა ნიღბისა და დისტანციისა.

თუ ამას დავიცავთ, კორონა გავრცელდება, იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა, ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


ასევე ნახეთ
close დახურვა