logo
ENG


ცერცვაძე: შემთხვევების მატებას ვერ ავცდებით, თუ არ შემოვიღებთ ლოქდაუნს, კარანტინს, ჩაკეტვებს
  • 759ნახვები

ახალი შემთხვევების მზარდ რაოდენობას ვერ ავცდებით თუ არ შემოვიღებთ ლოქდაუნს, კარანტინს და ჩაკეტვებს. ამის გაკეთება ჩვენს ქვეყანას, განსხვავებით ევროპისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არ უნდა. იქ  ზოგან მთლიანი ლოქდაუნია, ზოგან კი - ნაწილობრივი.

ჩვენ ამაზე არ მივდივართ, რათა მოსახლეობამ არ განიცადოს სერიოზული დისკომფორტი, რაც იყო მარტში და აპრილში და არ მოხდეს ეკონომიკის ხელმეორედ გაჩერება. პლუს, კიდევ ერთი ფაქტორი - საარჩევნო პროცესია, რათა ოდნავ ჩრდილი არ მიადგეს ამ საარჩევნო პროცესს და ვიღაცამ არ თქვას, რომ მან ვერ გამოიჩინა სათანადო აქტივობა, იმიტომ რომ იყო ლოქდაუნი

განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ასევე ნახეთ
close დახურვა