ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვირას მოვიდეს ძალიან ბევრი ადამიანი 15:00 საათზე. იმიტომ რომ ეს არის გზავნილი, არა მარტო ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენზე.
ჩვენმა მეგობრებმაც უნდა დაინახონ ქვეყნის გარეთ, რომ ეს არის აღშფოთებული ხალხი, რომელიც არ ეგუება იმას, რომ ერთმა ოლიგარქმა, რომელმაც 90-იანი წლების რუსეთში თაღლითობით იშოვა ფული, იმავე თაღლითური სქემებით გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოპაროს არჩევნები