logo
ENG


ტრამპი: არჩევნები მე მოვიგე, 71 მილიონი კანონიერი ხმა მე მივიღე
  • 1257ნახვები

დამკვირვებლები არ დაასწრეს ხმის დათვლის პროცესს. არჩევნები მე მოვიგე, 71 000 000 კანონიერი ხმა მე მივიღე. ბევრი ცუდი რამ მოხდა, რაც ჩვენს დამკვირვებლებს არ დაანახეს. ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა. მილიონობით საფოსტო ბიულეტენი ისეთ ადამიანებს გაეგზავნათ, რომლებსაც არასოდეს მოუთხოვიათ ისინი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე აცხადებს, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ხმის დათვლის ოფიციალური შედეგებით არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ტრამპი ამტკიცებს, ჯო ბაიდენს მხარდაჭერა უკანონო ხმების მეშვეობით გაუზარდეს.


ასევე ნახეთ
close დახურვა