logo
ENG


დეკანოიძე: მოიპარეს მოსახლეობის, დაახლოებით მესამედის ხმა, აქ ამ ხმების დასაცავად ვართ 
  • 315ნახვები

ვემსახურებით მომავალს და ვემსახურებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის ოლიგარქის ხელებიდან დახსნა. თავისუფალი ბრძოლის გარეშე არ მოდის, თავისუფლება გამორჩეული ადამიანების ხვედრია. თავისუფლება ჩვენი ხვედრია, მაგრამ არა ივანიშვილის, ის რუსეთს ემსახურება. აქ ვინც ვდგავართ ყველა ერთად, ვიბრძვით ერთი იდეისთვის. ეს იდეა არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მოპარული ხმებისთვის ბრძოლა. მოიპარეს საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით მესამედის ხმა. აქ ვდგავართ იმიტომ, რომ ეს ხმები დავიცვათ. იმიტომ რომ ოლიგარქს, მის ადიუტანტებს ვუთხრათ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, რომ ცესკოს ეყოლება ახალი ადმინისტრაცია და ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებს ჩვენი სამშობლო. 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია შედეგების გაყალბებაზე ალაპარაკდა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავს.


ასევე ნახეთ
close დახურვა