logo
ENG


დეკანოზი ჭიღლაძე: მიმდინარე სახალხო აქცია არის საქართველოს გადარჩენისთვის თავის გაწირვა
  • 665ნახვები

მიმდინარე სახალხო აქცია რუსთაველზე არის საქართველოს გადარჩენის და სახელმწიფოს შენარჩუნებისათვის თავის განწირვა, ამიტომ მივესალმები და ვლოცავ, ვავედრებ უფალს, რომ სამართალმა და სიმართლემ გაიმარჯვოს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საბჭოთა ხანის გადმონაშთების ბატონობა საქართველოში და მკვლელი რუსული გავლენები, რაც აღრმავებს ეკონომიკურ და სულიერ ჭაობს საქართველოში. დღეს ერის მამის, წამებულისა და დიდი გენიოსის, წმინდანად შერაცხილი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა და მისი სული შეეწიოს ზეციდან საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ამ რთულ და ეკლიან გზაზე, რაც გულისხმობს რუსული აგენტურის დამარცხებას და ევრო-ამერიკული ცივილიზაციის გზით სვლას, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დიდმა ილიამ ნათლად გამოკვეთა თავის პუბლიცისტურ და მხატვრულ მწერლობაში

ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ Facebook-ზე რუსთაველზე მიმდინარე აქციის კომენტირებისას განაცხადა. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ცესკოს მიერ დათვლილ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების საერთო მოთხოვნებია - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება და საპატიმროებიდან ყველა პოლიტპატიმრის გამოშვება.


ასევე ნახეთ
close დახურვა