logo
ENG


დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლება გადასულია დაუფარავ ძალადობაზე
  • 481ნახვები

ხელისუფლება გადასულია დაუფარავ ძალადობაზე. საგანგაშო ამბავია, როდესაც ქვეყანას ჰყავს აბსოლუტურად არაადეკვატური ხელისუფლება, რომელიც იმასაც ვერ ხვდება მისთვის რა სჯობს, სხვაზე და ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვა. ამათი არაადეკვატურობა უკვე კოვიდ-19 ზე არანაკლებ საშიშია ქვეყნის ჯანმრთელობისთვის

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ჯერ წყლის ჭავლი, შემდეგ კი, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეებს შორის არიან დაშავებულები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.


ასევე ნახეთ
close დახურვა